Saturday, July 12, 2014

Tuesday, July 1, 2014

ტრენინგის მე-9 დღე:
დავასრულეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა, მოვამზადეთ მასალა პრეზენტაციისათვის, ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო, განვათავსეთ ბლოგზე.
კურსის მეშვეობით მიღბული ახალი ცოდნიდან სწავლის პროცესზე ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება, თანამშრომლობითი უნარების განმტკიცება, მასალის მოძიების უნარ-ჩვევები, და ა.შ.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში.
ტრენინგის ბოლოს მივიღეთ სერთიფიკატები.
დიდი მადლობა ქალბატონ დიანას ამ 9 დღის   ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გატარებისათვის და გაწეული შრომისათვის.
დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს, რომლებიც მუდმივად  ზრუნავენ პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
 კარგი იქნება თუ ასეთი  ტრენინგები გაგრძელდება ჩვენ სკოლებში, რადგან ძალიან ძნელია სოფლებიდან რაიონში სიარული.

მადლობა !
ტრენინგის მე-8 დღე:
ვნახეთ ერთმანეთის შექმნილი და ადაპტირებული შეფასებები,გაუკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებს,შევაჯამეთ ფასილიტაციის რესურსების შეშექმნაზე,შევქმენით დამხმარე რესურსი როგორც ფასილიტატორებმა.
    ვისაუბრეთ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე,ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვაზე პროექტში,,გარდნერი"

ტრენინგის მე-7 დღე:
 ვისწავლეთ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა,როგორ შეიძლება ჩaვრთოთ მოსწავლეებიშეფასების პროცესში, ვისწავლეთ უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესაფასებლად, პროექტის გეგმის,  ჩელიკატესისა და რუბრიკების შექმნა და გამოყენება.
 შეფასების სტრატეგიების განხილვა,შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები,მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირების შეფასების ფორმები
ტრენინგის მე-6 დღე:
ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშის შექმნა,ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად,მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შეფასება, პროექტის მახასიათებლების ჩამონათვალი, ავტვირთეთ პრეზენტაცია, საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო, მადლობა ტრენერს.


ტრენინგის მე-5 დღე:
 საკმაოდ ბევრის მომცემი ტრენინგი იყო,გავიარეთ მე-3 მოდული, გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას.მივიღეთ დავალება გავაკეთოთ პრეზენტაცია და ვიმუშაოთ სასწავლო პროექტის შედგენაზე.

ტრენინგის მე-4 დღე:
  განვიხილეთ საშინაო დავალება: ბუკლეტები და პროექტის გეგმა, ,განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, გავარჩიეთ, ერთმანეთს მივეცით შენიშვნები, რჩევები, ჩვენი მოსაზრებები გაუზიარეთ ერთმანეთს,
მოვისმინეთ პროექტის გეგმა.დავამთავრეთ მე-2 მოდული.
 ვისწავლეთ და კომენტარები გავაკეთეთ ერთმანეთის ბლოგებზე.

Saturday, June 28, 2014

ტრენინგის მესამე დღე:


ტრენინგი თანდათან საინტერესო ხდება,გავიარეთ მე-2 მოდულის საკითხები,  ჩამოვტვირთეთ ელექტრონული წიგნიდან რესურსები, შევინახეთ საქაღალდეში, გადავარქვით სახელები, გავიხსენეთ და განვიმ ტკიცეთ ვორდში მუშაობის უნარჩვევები, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს,.დღეს ავიღეთ ესგ და განვსაზღვრეთ სტანდარტი.სტანდარტიდან გამომდინარე დავისახეთ პროექტის მიზნები.გავიაზრეთ შეკითხვის ტიპები.მივიღეთ დავალებები(1 ზოგადი კითხვა,2  თემატური და 3 შინაარსობრივი კითხვა)  ყოველივე ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ჩვენი პედაგოგიური საქმიანობისათვის.შევქმენით ბუკლეტი, ვისწავლეთ sniping tools-ის გამოყენება, ამოვჭერით  და ავტვირთეთ სურათი.

Wednesday, June 25, 2014

ტრენინგის 1-2 დღე
    ტრენინგზე ვისწავლე ბლოგის შექმნა და განთავსება ინტერნეტში  , შევქმენით საქაღალდეები და  დავგეგმეთ პროექტის  თემა.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და შედეგიანია
მადლობა ტრენერს და ამ ტრენინგის ორგანიზატორებს რომ კიდევ ერთხელ შეგვახვედრა ერთმანეთს პედაგოგები