ტრენინგის მე-9 დღე:
დავასრულეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა, მოვამზადეთ მასალა
პრეზენტაციისათვის, ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო, განვათავსეთ ბლოგზე.
კურსის მეშვეობით მიღბული ახალი ცოდნიდან სწავლის პროცესზე
ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება, თანამშრომლობითი
უნარების განმტკიცება, მასალის მოძიების უნარ-ჩვევები, და ა.შ.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება სასწავლო პროცესის
ეფექტურად დაგეგმვაში.
ტრენინგის ბოლოს მივიღეთ სერთიფიკატები.
დიდი მადლობა ქალბატონ დიანას ამ 9 დღის ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გატარებისათვის და გაწეული შრომისათვის.
დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
კარგი იქნება
თუ ასეთი ტრენინგები გაგრძელდება ჩვენ სკოლებში,
რადგან ძალიან ძნელია სოფლებიდან რაიონში სიარული.
მადლობა !
No comments:
Post a Comment